ვაჭრობის სტრატეგია
Articl1 btcusd 7 feb 2018

კატეგორია: კრიპტო ბირჟა


ვაჭრობის სტრატეგია, ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს ზოგადად ბირჟაზე ვაჭრობისას, თუ ხედავთ რომ კურსთა შორისი ტრენდი აღმავალია, მაშინ იმის განსაზღვრა რომ ტრენდი უცბად შემოტრიალდება არის დაბალი ალბათობის.
შესაბამის ტრენდის გადახრით და ანალიზის მიხედვით შესაძლოა ვივარაუდოთ, პერიოდების მიხედვით, თუ როგორ მიემართება და რა შეიძლება მოუვიდეს. ასეთ მეთოდები და სტრატეგიები არაერთი არსებობს, რომლის გამოყენებასაც ცოდნა და გამოცდილება ჭირდება. სწორედ ამ პოსტების საშუალებით შევეცდები დაგროვილი გამოცდილება გაგიზიაროთ.
სურათზე მოცემულია 2018 წლის 7 თებერვალს 16:00სთ, 1 საათიანი ინტერვალის დაკვირვებით. BTC/USD ტრენდი. დეტალურად, თუ რა სტრატეგიები არსებობს და როგორ შეიძლება გავაანალიზოთ.
6 თებერვალს საათობრივმა ტრენდმა დააფიქსირა ზრდა და უკვე მეორე დღე მოყვება მზარდი ტრენდი.
Stochastic სტატისტიკის მიხედვით, + და - ინდექსები უტოლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ - გადააჭარბებს + ინდექს, ტრენდი დაბლა დაეშვება.
MACD ტექნიკური ანალიზის შედეგად კი ჩანს, რომ კურსი მერყეობის სიხშირე მაღალია პერიოდებს შორის, რაც ზრდის ალბათობას კურსის ცვალებადობის. MACD ტექნიკურ ანალიზი დაფუძნებულა პერიოდებს შორის საშუალო მნიშვნელობის დადარებით.
რა თქმა უნდა ეს ტექნიკური ანალიზი არ არის აფსოლიტური, თუმცა იძლევა იმის საშუალებას, კიდევ უფრო მეტად გავაანალიზოთ რისკები, ვალუტის ყიდვის ან გაყიდვის შემთხვევაში.

შევეცდები შემდეგ სტატიაში, უფრო მეტად გასაგებად ავხსნა სტრატეგიის და მეთოდოლოგიის კონკრეტული სახეები, მაგალითების გათვალისწინებით.

გისურვებთ სარფიან ვაჭრობას!


მთავარი გვერდი