მაინინგის დაწყების მარტივი გზა. Nicehash
Articl1 nicehash miner

კატეგორია: მაინინგი


მაინინგის დასაწყებად არაა საჭირო ციფრული ტექნოლოგიების განსაკუთრებული ცოდნა. მომხმარებლისთვის საქმის გასამარტივებლად შექმნილია მრავალი პროდუქტი. ჩვენი გამოცდილებით ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა Nicehash სისტემის გამოყენება. საიტზე რეგისტრაციის შემდეგ თქვენ ავტომატურად მიიღებთ ბიტკოინის შიდა მისამართს. გადმოიწერთ გადმოწერთ პროგრამას რომელსაც მარტივი და გასაგები ინტერფეისი აქვს. მიუთითებთ ბიტკოინის თქვენს მისამართს. პროგრამა ავტომატურად შეაფასებს თქვენ სისტემას და შეურჩევს ყველაზე მომგებიან (მათი გადმოსახედიდან) ალგორითმს. ეს ყველაფერი მარტივად ერთ START ღილაკზე დაჭერით მოხდება. გამომუშავებული ბიტკოინები ყოველი დღის ბოლოს დაგერიცხებათ ამ მისამართზე. თუ თქვენ უკვე გაქვთ ბიტკოინის მისამართი . მაგალითად რომელიმე კრიპტო ბირჟაზე ხართ რეგისტრირებული ან პირად ბიტკოინის საფულეს ფლობთ მაშინ შეგიძლიათ არც დარეგისტრირდეთ საიტზე და პირდაპირ გადმოიწეროთ პროგრამა რაშიც გამოიყენებთ თქვენ არსებულ მისამართს. ოღონდ უნდა გაითვალისწინოთ რომ ასეთ შემთხვევაში თქვენ მისამართზე ბიტკოინები არ ჩაირიცხება მანამ სანამ არ დააგროვებთ 0.01 ბიტკოინს. მათსავე ვებ გვერძე შეგიძლიათ შეამოწმოთ დეტალური სტატისტიკა თქვენი მაინერის შესახებ .
რაც შეეხება უარყოფით მხარეებს:
ბევრ შემთხვევაში ანტივირუსმა შეიძლება დაბლოკოს ეს მაინერი.
მათი საკომისიოები თქვენთვის მისაღები არ იყოს.
თქვენ გახდეთ ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი. როგორც 2017 წლის დეკემბერში მოხდა, ამ საიტის მომხმარებლების შიდა მისამართებზე დაგროვილი 4000 ბიტკოინზე მეტი მოიპარეს. მაგრამ მათ სასახელოდ უნდა ითქვას რომ თებერვლის დასაწყისიდან საკუთარი სახსრებით ეტაპობრივად დაიწყეს ზარალის ანაზღაურება.


მთავარი გვერდი