Sia
Articl1 sia1

კატეგორია: კრიპტოვალუტა


Sia ერთ-ერთი კრიპტოვალუტაა, რომელსაც კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
მისი მიზანია შექმნას ბლოკჩეინზე დაფუძნებული დეცენტრალიზირებული "cloud storage",
ყველასთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ თქვენი "ფაილების" ატვირთვა შესაძლებელი იქნება ამ სისტემაში. დღეს არსებული "cloud storage" განსხვავებით როგორიცაა მაგალითად "Google Drive" ან "Microsoft OneDrive" , ეს ფაილები არ შეინახება ერთ სერვერზე ან ერთ კომპანიაში არამედ დაიყოფა ნაწილებად და თითო ნაწილის მრავალი კოპია გადანაწილდება მისი ქსელის უამრავ წერტილში. ასევე ყველა მონაცემი დაშიფრული იქნება. ამით საიმედოობის და ინფორმაციის დაცვის ძალიან მაღალი სტანდარტის მიღწევას ცდილობენ. ამ მომსახურების საფასურის გადახდა SiaCoin_ებით იქნება შესაძლებელი რაც ნიშნავს რომ მათზე გაჩნდება მოთხოვდა და შესაბამისად რაღაც ფასიც ექნება.
პროექტი ბოლომდე დასრულებული ჯერ არ არის. ამჟამად ASIC მაინერების მწარმოებლები იწყებენ (Hashing algorithm: Blake(2b) ) ამ ვალუტის შესაბამის მაინერების რეალიზებას . როგორიცაა ყველაზე ცნობილი მწარმოებელი Bitmain თავისი Antminer A3 და ნაკლებად ცნობილი Obelisk თავისი SC1_ით. თავად ეს ფაქტებიც მიუთითებენ რამდენაც სერიოზულად აღიქვავენ ამ პროექტს

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მათ საიტზე https://sia.tech/


მთავარი გვერდი