კრიპტოვალუტით ვაჭრობა
Articl1 1

კატეგორია: კრიპტო ბირჟა


მოგესალმებით,
ბოლო პერიოდში საგრძნობლად გახშირდა კრიპტოკუპიურებით ვაჭრობა, რაც განპირობებული იყო საგრძნობლი აღმავალი კურსით. 2017 წლის მიწურულს კრიპტო ვალუტებზე BTC, BCH, ETH, LTC, და აშ. თითქმის ყველა ვალუტაზე 20-30% მერყეობით ჯამში რამდენიმე ასეული %-ით გაიხარდა, რაც გახდა ერთ-ერთი მიზეზი ინვესტიციების ჩადების.

თუმცა ძველი გამოთქმაა "ყველა საქმეს ცოდნა უნდა" და ამ შემთხვევაშიც ესეა.კრიპტო ვალუტებით ვაჭრობა ფაქტიურად იგივეა რაც რეალურ ფულზე ან საფონდო ინდექსებით ან აქციებით ვაჭრობა. რაც ცნობილია ერთ-ერთ აზარტულ საქმედ. თუ არ გაქვთ ნებისყოფა და გააზრებული გათვლები, თუ არ გესმით ვალუტით ვაჭრობის ზედა და ქვედა ზღვრების განსაზღვრის პრინციპულობა, ვფიქრობ ჯერ ადრეა კრიპტო ვალუტით ვაჭრობის დაწყება. თუმცა თუ ეს საქმე იმდენად გიზიდავთ, რომ მაინც მზადყოფნას გამოხატავთ გარკვეული სახსრებით შედგეთ ამ საქმეს, გისურვებთ წარმატებას და გაგიზიარებთ პირად გამოცდილებას, რაც შესაძლოა გამოგადგეთ.

ვინაიდან ინტერნეტში არაერთი სტატია, სტრატგია, თეორიული პრინციპები და მიდგომებია, რათქმა უნდა ყველა მათგანის გაცნობა და გაანალიზება მნიშნველოვანია, ასევე შესწავლის დროს აუცილებელია პრაქტიკულადაც შეეცადოთ განახორციელოთ ოპერაციები, რომლისთვისაც რეკომენდაციას გაუწევ "MetaTrade 4" პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც სრულად აღჭურვილია საფონდო ბირჟებზე სვაჭრო ფუნქციონალით. მათ შორის უკვე შესაძლებელი მომენტალურად ვაკონტროლოდ კრიპტო კუპიურები: BTC, BCH, XRP. LTC, ETH;

ამის გარდა MetaTrade 4 იძლევა საშუალებას დავარეგისტრიროთ DEMO Account და გამოვცადოთ საკუთარი თავი სავალუტო ვაჭრობაში ვირტუალური ფულით, რომელიც DEMO ვერსიის შექმნის დროს ვირჩევთ. (უფასოა) თუმცა უმჯობესია მოსინჯოთ იმ მოცულობის ვირტუალური თანხი, რის რეალურად ჩადებასაც შეძლებთ. ამით უფრო უკეთესად დაინახავთ რისკებს და შესაძლებლობებს.

"Meta Trade 4" ვალუტის კონტროლისთვის აქვს ინტერვალები 1წთ, 5წთ, 15წთ, 30წთ, 1სთ, 4სთ, 1დღე, 1 კვირა, 1 თვე, რაც მთლიან ჭრილში გვაჩვენებს ვალუტის ისტორიულ მიმდინარეობას. ეს დროის ინტერვალებს დიდი შინაარსის მატარებლები არიან, შესაძლოა 5წთ-იან ინტერვალში ტრენდი ქვემოთ მოდიოდეს, თუმცა 1კვ ინტერვალში ტრენდი მზარდი იყოს. ამ შემთხვევაში ორივე ფაქტორი გასათვალისწინებელია. შესაბამიასდ რეკომენდაციას გაუწევ "იაპონურ სანთლებით" ტრენდის მონიტორინგს, რომელიც საინტერესოდ ასახავს და უთითებს ტრენდის მდგომარეობას.

რეალური ვალუტა კონტროლდება და ბალანსდება სახელმწიფობო ინსტიტუტების მიერ, რაც განსაზღვრავს მათ სანდოობას და სტაბილურობას. ასევე დაკომიდებულია ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობაზე და მათ ურთიერთ დამოკიდებულებაზე, ბაზარზე მიმდინარე სიახლეებზე და მოვლენებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და აშ. რაც შედარებით გათვლადი შეიძლება იყოს. თუმცა რეალურ ვალუტაზე ვაჭრობაც ბევრ გაუთვალისწინებელ ფაქტორებს შეიცავს, რაც ყოველდღიური ანალიზის და დიდი მასშტაბის მონაცემების გადამუშავება და ანალიზს საჭიროებს.
თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით კრიპტო ვალუტაზე, ჯერ კიდევ არაა სისტემები კრიპტო ვალუტაზე დამოკიდებული, უფრო მეტიც ხდება ახალი კრიპტო ვალუტების პოპულარიზაცია, რაც თავისთავად ზემოქმედებას იწვევს ძველზე, უმეტეს კრიპტო ვალუტების წარმომავლობა ეწევიან არა სანდრო და ახლად დაარსებული ორგანიზაციები, რომლების გაკოტრებაზეც ვინ აიღებს პასუხისმგებლობას ჯერ არავინ იცის, გარდა ამისა შესაძლოა კრიპტო ვალუტის ფარული ფულადი ანგარიშსწორებისთვის გამოყენება, რაც ხელს უშლის გამჭვირვალობას და რეალურად გათვლებისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. ამიტომ რისკები თქვენვე უნდა გათვალოთ და დააზღვიოთ.

სწორედ კრიპტო ვალუტების ვაჭრობის შემთხვევაში, შესაძლოა დაგეხმაროთ საიტები, სადაც ნათლად ჩანს კუპიურების მიხედვით საბაზრო კაპიტალი, გამოშვებული კრიპტო კუპიურების რაოდენობა, ხოლო მათი ფარდობით კუპიურის ღირებულება. თუ კაპიტალიზაციის მოცულობა პირდაპირ პროპორციულად დამოკიდებულია კუპიურის ღირებულებაზე, ხოლო გამომუშავებული კუპიურების რაოდენობა უკუ პროპორციულია ვალუტის ღირებულებაზე.
"მთლიანი კაპიტალი" / "კუპიურების რაოდენობა" = "ვალუტის ღირებულება";

თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთ კუპიურას განსხავებული ფუნქცია და დანიშნულება აქვს, შესაბამისად მისი ვაჭრობაზეც იმოქმედებს გავლენას. შესაბამისად ვაჭრობის დაწყების წინ აუცილებელია შერჩეული კრიპტო კუპიურის წარმომავლობა, დანიშნულება და ფუნქციები შევაფასოთ. შემდეგ განვსაზღვროთ, რამდენად სანდრო ბაზარზეა დამოკიდებული, რამდენად მიმოქცევაშია და ამის შემდეგ გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები.

ასევე ვალუტებით ვაჭრობის შემთხვევაში ერთ-ერთ აუცილებელ პირობად მიმაჩნია ვაჭრობის ზედა ზღვარის მოგების მიღებისთვის და ქვედა ზღვარის (გარკვეულ დანაკარგზე შეწყვეტისთვის) განსაზღვრა. რამდენად სუბიექტურადაც არ უნდა ჟღერდეს. რეალურად ნებისმიერი თანხის მოსაგებად გარკვეული რისკები გაღებაა საჭირო. მაგალითად, თანხის 10% ზრდისთვის 2% შესაძლოა გაიღო, თუმცა 20%-ს არ გაიღებ. შესაბამისად, ვაჭრობის დაწყების წინ, აუცილებელია განსაზღვროთ ეს ქვედა ზღვარი, რაც გიღირთ რომ გაიღოთ ერთ სავაჭრო სესიაზე შესაბამისი თანხის მოსაგებად. დაუშვებლად მიმაჩნია, "გარისკო" და დანაკარგის გათვლის გარეშე ივაჭრო, რაც შეუფასებელ რისკად მიმაჩნია.

ხოლო, როცა ტრენდი თქვენი სასიკეთოთ მიემართება და მიღწეულია პირობითად 10% მოგების გეგმა, თქვენ შეგიძლიათ გადაგეგმოთ და ხელახლა განსაზღვროთ ქვედა და ზედა ზღვრები.

სანდოობა, ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორი, რისი მიხედვითაც უნდა შეარჩიოთ ის ორგანიზაცია, სადაც განათავსებთ რეალურ თანხას და რისი მეშვეობითაც მოახდენთ სავაჭრო გარიგების დადებას. შესაძლოა ვაჭრობით მოიგოთ თანხა, მაგრამ ვერ გაანაღდოთ სხვადსხვა თაღლითური ქმედებების გარეშე. აქედან გამომდინარე ივაჭრეთ ისეთი საიტები, რომლებიც განთავსებულია ცნობად და კანონის დამცველ ქვეყნებში. აქვთ ღიად და საჯაროდ გამოქვეყნებული ვინაობა და პარტნიორული ურთიერთობა გააჩნიათ სანდო კომპანიებთან.

ამ სტატიაში კონკრეტულ ვალუტებზე არ ვისაუბრებ, თუმცა ზოგიერთ კრიპტო ვალუტას შევეხები შემდეგ სტატიებში.

გისურვებთ მომგებიან ვაჭრობას!


მთავარი გვერდი