კრიპტოვალუტით ვაჭრობის ავტომატური ბოტები
Articl1 cryptobots1

კატეგორია: კრიპტო ბოტი კრიპტოვალუტა კრიპტო ბირჟა


კრიპტოვალუტით ვაჭრობა საკმაოდ რთული თემაა. დღესდღეისობით ბაზარი საკმაოდ მერყევია და ძნელია იწინასწარმეტყველო როგორ განვითარდება მოვლენები. შესაბამისად გამოჩნდა რამოდენიმე კომპანია, რომლებიც გვთავაზობენ გარკვეული თანხის სანაცვლოდ ავტომატურად მართონ ჩვენი კრიპტო აქტივები.
ასეთი კომპანიებია:
1. "HAASBOT" _ უფრო განკუთვნილია გამოცდილი თრეიდერებისთვის. აქვს ბევრი ფუნქცია მაგრამ ასევე გამოირჩევა დიდი საკომისიოებით. მათი საიტის მისამართია "www.haasonline.com".
2. "GUNBOT" _ ასევე განკუთვნილია გამოცდილი თრეიდერებისთვის. ასევე აქვს ბევრი ფუნქცია და გამოირჩევა დიდი საკომისიოებით. მათი საიტის მისამართია "www.gunbot.com".
3. "CRYPTOTRADER" და "CRYPTOHOPPER" _ განკუთვნილია დამწყები და საშუალო გამოცდილების მქონე მომხმარებლებზე. მათი საკომისიოები არც ისე მაღალია მაგრამ ფუნქციურად წინა ორს ჩამორჩებიან. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ აქ იხილოთ "www.cryptohopper.com" და www.cryptotrader.org.
4."ZENBOT" _ განკუთვნილია მომხმარებლებზე ვინც გარკვეულია კოდირებაში. არის უდასო და ასევე "Open Soursce". შესაბამისად შესაძლებელია კოდის რედაქტირება. დეტალებისთვის ეწვიეთ მათ გითჰაბის გვერდს "github.com/DeviaVir/zenbot".

ავტომატური ბოტის არჩევისას საჭიროა გაითვალისწინოთ რომ თქვენ რეგისტრირებული იყოთ კრიპტო ბირჟაზე რომლის მხარდაჭერაც აქვს ამ ბოტს. ასევე გაითვალისწინეთ რომ ჩვენ არ ვიძლევით ფინანსურ რჩევებს. აუცილებლად დამატებით მოიძიეთ ინფორმაცია სანამ გადაწყვეტთ თქვენი აქტივების მართვის გადაბარებას.
რადგან თემა საკმაოდ საინტერესოა და მიმზიდველია, ერთ-ერთი ავტომატურ ბოტის რეალურ რეჟიმში გამოცდას ვაპირებთ და შედეგებს შემდგომ სტატიებში გამოვაქვეყნებთ


მთავარი გვერდი